ფეხბურთი

21:50 | 8.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი დასაჯეს

„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი, „ნაპოლისთან“ სერია A-ს მე-20 ტურის მატჩის შემდეგ (1:1), მსაჯის შეურაცხყოფისთვის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს - გვამცნობს La Gazzetta dello Sport.

წყაროს ცნობით, ალეგრი უკმაყოფილო იყო იმით, რომ მსაჯმა შეხვედრას ცოტა დრო დაამატა და შეურაცხყოფა მიაყენა მას. სადისციპლინო კომიტეტმა იტალიელ სპეციალისტს ასევე 10-ათასევროიანი ჯარიმა დაუწესა.

20 ტურის შემდეგ, „იუვენტუსი“ იტალიის ჩემპიონატში 35 ქულით მეხუთე ადგილზეა.

0.115515