ფეხბურთი

13:03 | 8.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანი: "თასის მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად წაგებას არ ვიმსახურებდით"

„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა კომენტარი გააკეთა გერმანიის ჩემპიონატის მე-18 ტურში „გლადბახთან“ მარცხის შესახებ (1:2). როგორც ნაგელსმანმა აღნიშნა, მისი გუნდი მარცხს არ იმსახურებდა.

„ჩვენ უფრო ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, ვიდრე „გლადბახი“. წაგება არასდროს არის სასიამოვნო. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, პირველი 25 წუთი ძალიან კარგად ვითამაშეთ, გოლები კი გიჟურ ვითარებაში გავუშვით. მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ და ბევრი მომენტი გვქონდა. თასის თამაშისგან განსხვავებით, დღეს დამარცხებას არ ვიმსახურებდით“, - თქვა ნაგელსმანმა

შეგახსენებთ, მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანიის ბუნდესლიგას 18 ტურის შემდეგ 43 ქულით ლიდერობს, ხოლო „გლადბახი“ 22 ქულით მე-11 პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13056