ფეხბურთი

21:33 | 7.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესმა დაადასტურა - ლუკა დინს "ევერტონში" დარჩენა არ სურს

ლივერპულის "ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა განაცხადა, რომ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს ლუკა დინს კლუბში გაჩერება აღარ უნდა და უნდა წავიდეს.

"მან ყველაფერი გასაგებად ამიხსნა. კითხვა მაქვს ყველა გულშემატკივართან, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ მწრთნელებმა და ხელმძღვანელობამ, როდესაც ფეხბურთელს გუნდში დარჩენა არ სურს? პასუხი მარტივია. მასთან რამდენჯერმე მქონდა საუბარი და ყველაფერი მითხრა, რასაც ფიქრობდა." - ციტირებს Sky Sports-ი ბენიტესის სიტყვებს.

ჯერჯერობით უნობია თუ სად აპირებს ლუკა წასვლას. დინს პრემიერლიგის და ლიგა 1-ის რამდენიმე კლუბს უკავშირებენ. მიმდინარე სეზონში ფრანგმა "ევერტონის" რიგებში 15 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112755