ფეხბურთი

18:35 | 7.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინამ" პიონტეკი დაიმატა

ფლორენციის „ფიორენტინამ“ ბერლინის „ჰერტადან“ კშიშტოფ პიონტეკი დაიმატა. პოლონელი ფეხბურთელი „იებს“ იჯარით შეუერთდა და იტალიაში დაბრუნება, სადაც მანამდეც თამაშობდა.

პიონტეკმა სახელი „ჯენოაში“ გაითქვა და სწორედ გენუური კლუბი ცდილობდა მის დაბრუნებას, მაგრამ „ფიორენტინან“ აჯობა.

26 წლის ფეხბურთელი ბერლინის „ჰერტაში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 56 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ზაგლებიეს“, „კრაკოვიას“, „ჯენოასა“ და „მილანის“ წევრი იყო, პოლონეთის ნაკრებში კი 21-ჯერ აქვს ნათამაშები და თავი 9 გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113581