ფეხბურთი

14:30 | 7.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპე კოუტინიო ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდა

ფილიპე კოუტინიო ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდა და კარიერას ბირმინგელის „ასტონ ვილაში“ გააგრძელებს. როგორც ინგლისურმა კლუბმა, ისე „ბარსელონამ“ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს.

კოუტინიომ „ვილა პარკზე“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს და ის პრემიერლიგას ზუსტად 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. იჯარა ზაფხულში ტრანსფერის გამოსყიდვის ოფციასაც მოიცავს, ხოლო ხელფასის ნაწილს საიჯარო პერიოდში "ბარსელონა" გადაიხდის.

კოუტინიო "ასტონ ვილას" მთავარ მწვრთნელ სტივენ ჯერარდს ძალიან კარგად იცნობს, რადგან ისინი "ლივერპულში" თანაგუნდელები იყვნენ.

2012-2018 წლებში ბრაზილიელი „ლივერპულში“ თამაშობდა და 201 მატჩში 54 გოლი გაიტანა, მანამდე კი „ვასკო და გამას“, „ინტერისა“ და „ესპანიოლის“ წევრი იყო. „ბარსელონაში“ კოუტინიომ მოლოდინი ვერ გაამართლა, ის 2019-2020 წლების სეზონში ერთხელ უკვე იყო განათხოვრებული, როცა „ბაიერნში“ თამაშობდა. მიმდინარე სეზონში კოუტინიომ 16 თამაშში 2 გოლის გატანა მოახერხა.

0.114559