ფეხბურთი

14:00 | 7.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს მომდევნო მწვრთნელი ზინედინ ზიდანი იქნება

„პარი სენ ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონში ზინედინ ზიდანი იქნება. ამის შესახებ RMC Sport-ის ჟურნალისტი დანიელ რიოლო იტყობინება.

წყაროს თანახმად, ფრანგი სპეციალისტი თანახმაა პარიზული გუნდი ჩაიბაროს, მაგრამ ეს ზაფხულში მოხდება. შესაბამისად, პსჟ-ს არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო დატოვებს, რომლის მუშაობითაც პსჟ-ში კმაყოფილები სულაც არ არიან.

ზინედინ ზიდანს სამწვრთნელო კარიერაში მხოლოდ მადრიდის „რეალში“ უმუშავია, რომელსაც სამჯერ ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა, გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული კი უმუშევარია.

ზემოხსენებული წყარო იმასაც წერს, რომ ზიდანი პსჟ-ს იმ შემთხვევაშიც ჩაიბარებს, თუ გუნდიდან კილიან მბაპე წავა, რომელსაც კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება.

0.113362