ფეხბურთი

19:40 | 6.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

დემბელე "ბაიერნისთვის" პრიორიტეტი გახდება, თუ გუნდს კომანი დატოვებს

მიუნხენის „ბაიერნი“ "ბარსელონას" ნახევარმცველის უსმან დემბელეს შეძენის ვარიანტს განიხილავს. ინფორმაციას L'Équipe ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი „ბაიერნის“ პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე გახდება, თუ მისი თანამემამულე კინგსლი კომანი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. დემბელე ესპანურ გუნდთან ახალ კონტრაქტზე ჯერ არ შეთანხმებულა.

დემბელემ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის ლა ლიგის რვა მატჩში ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ფრანგ თავდამსხმელს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. გერმანულ გრანდშიც სწორედ მისი უფასოდ დამატების შესაძლებლობა მოსწონთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114309