ფეხბურთი

16:27 | 6.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას კორონავირუსი აქვს, "სიტიში" 21 დადებითი შემთხვევაა დაფიქსირებული

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაცია ინგლისური გუნდის ვებგვერდმა გაავრცელა.

კოვიდ-19 აქვს პეპის ასისტენტ ხუანმა ლილოს და ორივე მათგანი იზოლირებულია. „სიტიში“ კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს, მთლიანობაში 21 დადებითი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 7 პირველი გუნდის ფეხბურთელია.

გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ 7 იანვარს, ინგლისის თასზე „სუინდონ თაუნთან“ შეხვედრაში ვერ უხელმძღვანელებს.

0.099649