ფეხბურთი

15:48 | 6.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

„პარი სენ-ჟერმენმა“ „ლიონის“ ლიდერს დაადგა თვალი

„ლიონის“ ნახევარმცველმა, ლუკას პაკეტამ, კარიერა, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელოს - გვამცნობს L’Equipe.

წყაროს ინფორმაციით, პარიზული კლუბის სპორტული დირექტორი, ლეონარდო, ბრაზილიელს გუნდის შუა ხაზის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მიიჩნევს და მის ტრანსფერს მომავალი ზაფხულისთვის გეგმავს.

ცოტა ხნის წინათ, „ნიუკასლი“ „ლიონს“ პაკეტაში 40 მილიონ ევროს სთავაზობდა, თავად ფეხბურთელს კი წელიწადში 10-მილიონიან ანაზღაურებას („ლიონში“ მას წელიწადში 5 მილიონ ევროს უხდიან). ბრაზილიელმა უარი თქვა და საფრანგეთში დარჩენა ამჯობინა.

მიმდინარე სეზონში პაკეტამ „ლიონის“ მაისურით 22 მატჩში ითამაშა, 7 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.

0.118765