ფეხბურთი

12:26 | 6.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ბრიტანეთი და ირლანდია 2028 წლის ევროს ერთობლივად ჩატარებას აპირებენ

უეფა მიესალმება დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის რესპუბლიკის ერთობლივ განაცხადს 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე. ეს პროექტი უფრო რეალური ჩანს მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის განაცხადს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე შანსი თითქმის აღარ აქვს - წერს The Guardian.

ბრიტანეთის კონსერვატიულმა პარტიამ 2030 წლის მუნდიალის ამბავი, 2019-ში თავისი წინასაარჩვნო მანიფესტის ერთ-ერთ ნაწილად აქცია. პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა, შემდეგ განაცხადა კიდეც: ახლა სწორედ ის დროა ფეხბურთი შინ დაბრუნდესო.

თუმცა კონკურენტებიც სერიოზულები ჰყავთ. ევროპიდან იტალია-პორტუგალია, სამხრეთ ამერიკიდან კი ურუგვაი-არგენტინა აპირებენ განაცხადების შეტანას. ეს უკანასკნელი ურუგვაიში გამართული პირველი მსოფლიო ჩემპიონატის 100 წლისთავს მიეძღვნება.

რაც შეეხება უეფას პრეზიდენტის პოზიციას. ის ევროპის ჩემპიონატის ერთ ქვეყანაში ჩატარების მომხრეა. თუმცა 54 წლის ლიუბლიანელი ვექილი, ალექსანდერ ჩეფერინი, არც ბრიტანულ-ირლანდიურ ვარიანტს ეწინააღმდეგება (ევრო 2028-ის მასპინძლობის მსურველთა განაცხადების მიღება წლეულს 23 მარტს მთავრდება).

მიუხედავად იმისა, რომ შარშან ევრო 2020-ის ფინალურ მატჩზე, რომელიც „უემბლიზე“ ჩატარდა და მაყურებლებმა ერთმანეთი კინაღამ გადათელეს, თქვა: ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს, ლონდონი შესანიშნავი ადგილია მსგავსი ღონისძიებების ჩასატარებლადო.

უეფამ უკვე დაადგინა, რომ ევროპისა (იტალია) და სამხრეთ ამერიკის (არგენტინა) ჩემპიონების შეხვედრა წლეულს, 1 ივნისს, სწორედ „უემბლიზე“გაიმართება.

2028 წლის ევროზე მონაწილეთა რაოდენობა, შესაძლოა, 32-მდე გაზარდონ. ამიტომ ტურნირის ხუთ ქვეყანაში ჩატარებას ალტერნატივა არ უჩანს.

ეს იდეა ხუთივე ასოციიაცის შიგნით (ინგლისი, შოტლანდია, უელსი, ჩრდილოეთ ირლანდია და ირლანდიის რესპუბლიკა) სულ უფრო პოპულარული ხდება.

თეგებიევრო 2028
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123886