ფეხბურთი

10:52 | 6.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალვესი „ბარსელონას“ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ოფიციალურ მატჩში უთამაშია

5 იანვარს „ბარსელონამ“ სტუმრად „ლინარესი“ დაამარცხა (1:2) და ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალში გავიდა. კატალონიელთა შემადგენლობაში 2 054 დღის შემდეგ ისევ გამოჩნდა დანი ალვესი.

ჟურნალისტი ალექსის მარტინ-ტამაიო ტვიტერში წერს, რომ 38 წლისა და 244 დღის ბრაზილიელი მცველი, კლუბის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, ვისაც ოფიციალურ მატჩში უთამაშია. მანამდე ეს რეკორდი მეკარე ხოსე პინტოს ეკუთვნოდა, ის 38 წლისა და 190 დღის გახლდათ, როცა ბოლოჯერ მოირგო „ბარსას“ მაისურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117966