ფეხბურთი

21:58 | 5.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

„უოტფორდმა“ კოტდივუარის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

კოტდივუარის ეროვნული ნაკრების და „ნიცას“ აწ უკვე ყოფილი მარცხენა გარემარბი ჰასან კამარა კარიერას „უოტფორდში“ გააგრძელებს. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე გააფორმა. ფეხბურთელის სანაცვლოდ ფრანგებმა ოთხი მილიონი ევრო მიიღეს.

კამარა „ტულუზას“ აკადემიის აღზრდილია. „ნიცამ“ ფეხბურთელი 2020 წელს „რეიმსიდან“ დაიმატა და მას შემდეგ ჰასანმა 53 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ეროვნულ ნაკრებში კამარა 2021 წლიდან თამაშობს და უკვე ხუთი შეხვედრა ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111591