ფეხბურთი

23:30 | 4.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბორდალასი: "ბარსელონამ" ფერანი დაიმატა, მორატას და ჰოლანდსაც იმატებს, სად არის ფინანსური ფეარ-პლეი?"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა „ბარსელონას“ სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ უკმაყოფილება გამოხატა. „ღამურების“ თავკაცის განცხადებით, ფინანსური სამართლიანი თამაშის წესები ყველა გუნდისთვის ერთნაირი არ არის.

„ბარსელონას“ 300 მილიონი ევროს ვალი აქვს, მაგრამ ფერან ტორესი 55 მილიონ ევროდ იყიდა და ალვარო მორატას შეძენასაც აპირებს. კლუბის პრეზიდენტი ჰოლანდის ტრანსფერის შესახებაც აცხადებს. ეს ფინანსური ფეარ-პლეია?“, - თქვა ბორდალასმა.

შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ ფერან ტორესი ოფიციალურად დაიმატა და ძალიან ახლოსაა ალვარო მორატას გადაბირებასთან, ხოლო ზაფხულში კლუბის მთავარი სამიზნე ერლინგ ჰოლანდი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110032