ფეხბურთი

21:58 | 4.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "გვინდა "ბარსა" იქ დავაბრუნოთ, სადაც მისი ადგილია"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ ალვარო მორატას შესაძლო ტრანსფერზე საუბარი არ ისურვა. როგორც ესპანელმა აღნიშნა, მორატაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ისაუბრებს, თუ ის „ბლაუგრანას“ ფეხბურთელი გახდება.

„მორატა? არ მინდა ვისაუბრო იმაზე, რა მოხდება. მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე შემიძლია საუბარი, რომლებიც გვყავს. თუ მორატა „ბარსელონასთან“ კონტრაქტს გააფორმებს, მასზე ყველა შეკითხვას ვუპასუხებ.

დემბელე? მშვიდად ველოდები სიახლეებს, ლოდინის გარდა, არაფერი შემიძლია. დემბელემ იცის რა უნდა გააკეთოს და მისი მომავალი „ბარსას“ უკავშირდება. ეს მასზეა დამოკიდებული. სპორტული პროექტი მისთვის საუკეთესოა, სხვაგან ასეთი ბედნიერი არ იქნება.

ვიზიარებ იმ ენთუზიაზმსა და ხედვას, რაც ჟოან ლაპორტას აქვს. მომწონს მისი ამბიცია, ვმუშაობთ საუკეთესო დონეზე დასაბრუნებლად. ახლოს ვართ ჩემპიონთა ლიგის ზონასთან, ადვილი არ არის, მაგრამ გვინდა „ბარსა“ იქ დაბრუნდეს, სადაც ყოფნას იმსახურებს“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, „ბარსელონა“ ლა ლიგაში მეხუთე ადგილზეა და მეოთხეადგილოსან „ატლეტიკოს“ ერთადერთი ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104646