ფეხბურთი

19:46 | 4.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" ლევან კორღალიძეს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა

თბილისის „საბურთალომ“ ლევან კორღალიძეს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ამის შესახებ დედაქალაქური კლუბის ვებგვერდი იტყობინება.

კორღალიძე „საბურთალოს“ მწვრთნელად ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერში დაინიშნა, თუმცა გასულ წელს გუნდი დატოვა და ხვიჩა შუბითიძემ შეცვალა, რომლის ადგილი თავის მხრივ გასული წლის ბოლოს ისევ კორღალიძემ დაიკავა.

ახალგაზრდა სპეციალისტთან ერთად „საბურთალომ“ საქართველოს თასი მოიგო და დამდეგ ზაფხულს უეფას კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115605