ფეხბურთი

20:18 | 4.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმა: "ახლა ვთამაშობ კლუბში, რომელსაც ყველა ტიტულის მოგება სურს, "მილანში" ასე არ იყო"

„პარი სენ ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ France TV-სთან ინტერვიუში განცხადება გააკეთა, რომელიც დიდი ალბათობით, მისი ყოფილი კლუბის, „მილანის“ გულშემატკივრებს ნამდვილად არ მოეწონებათ.

როგორც 22 წლის იტალიელმა კარის დარაჯმა აღნიშნა, ახლა ის თამაშობს კლუბში, რომელიც მიზნად ყველა ტიტულის მოგებას ისახავს, „მილანს“ კი მსგავსი მიზნები არ ჰქონდა.

„მილანთან“ შედარებით „პარი სენ ჟერმენში“ უფრო მეტი ზეწოლაა. ახლა ვთამაშობ კლუბში, რომელიც ყველა ტურნირის მოსაგებად იბრძვის“, - თქვა დონარუმამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-ს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 10 თამაში ჩაატარა. დონარუმას პროფესიული კარიერა 2015 წელს „მილანში“ დაიწყო, რომლის მაისურით 2021 წლამდე 251-ჯერ ითამაშა. აქვე ვთქვათ ისიც, რომ დონარუმას დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

0.114094