ფეხბურთი

18:45 | 4.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანდრე ონანამ სამედიცინო შემოწმება გაიარა და "ინტერში" ითამაშებს

ამსტერდამის „აიაქსის“ მეკარე ანდრე ონანა კარიერას მილანის „ინტერში“ გააგრძელებს. როგორც ფრანგული გამოცემა L’Equipe იტყობინება, ყველაფერი გადაწყვეტილია.

ონანა, რომელსაც „აიაქსთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, „ინტერის“ ფეხბურთელი 1 ივლისიდან გახდება და იტალიაში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება.

კამერუნელი ფეხბურთელი „ნერაძურისთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მან მილანში დღეს სამედიცინო შემოწმება უკვე წარმატებით გაიარა, ახლა კი კამერუნის ნაკრებს აფრიკის თასზე სათამაშოდ შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ანდრე ონანა „აიაქსის“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2016 წლიდან დღემდე 205 მატჩი ჩაატარა. მას ერთწლიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა დოპინგის მოხმარების გამო, რის გამოც მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109722