ფეხბურთი

14:17 | 4.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

კორეამ „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა

„ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა, ანხელ კორეამ, კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა - გვამცნობს მადრიდელთა ოფიციალური ვებ-გვერდი.

ახალი კონტრაქტის მიხედვით, 26 წლის არგენტინელი მადრიდში 2026 წლამდე დარჩება.

კორეა „ატლეტიკოში“ 2015 წლის იანვრიდან თამაშობს. ის არგენტინული „სან ლორენსოდან“ შეიძინეს 7,5 მილიონ ევროდ.

მიმდინარე სეზონში ჯამში მან 25 მატჩი ჩაატარა, 7 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115449