ფეხბურთი

22:36 | 3.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკოს" მწვრთნელად ბელგიელი სპეციალისტი დაინიშნა

„მონაკოს“ მთავარ მწვრთნელად ფილიპ კლემენი დაინიშნა. ინფორმაცია მონეგასკების ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

კლემენმა ნიკო კოვაჩი შეცვალა, რომელიც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო 1 იანვარს დაითხოვეს. 47 წლის ბელგიელმა კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ფილიპ კლემენი აქამდე „ვაასლანდ-ბევერენში“, „გენკსა“ და „ბრიუგეში“ მუშაობა და სამჯერ გახდა ბელგიის ჩემპიონი. „მონაკო“ ლიგა 1-ში 19 ტურის შემდეგ 29 ქულით მეექვსე ადგილზეა, კლემენის დებიუტი კი 9 იანვარს, „ნანტთან“ შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110407