კალათბურთი

15:19 | 3.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ინდიანა პეისერსში“ კორონავირუსი გავრცელდა და ინფიცირებულთა შორისაა გოგა ბითაძე. ქართველი კალათბურთელი თვითიზოლაციაშია და გამოჯანმრთელებამდე გუნდს გამოაკლდა.

გოგას გარდა, კორონავირუსი ტი ჯეი უორენს და კარის ლევერტს დაუდასტურდათ, ხოლო მანამდე კრის დუარტე, მალკოლმ ბროგდონი და აიზია ჯექსონი იყვნენ ინფიცირებული.

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძემ 1 იანვარს ითამაშა და საკუთარ გუნდს 2 მოხსნით დაეხმარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117402