ფეხბურთი

22:07 | 30.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

დემბელე "იუვენტუსს" შეუთანხმდა, მაგრამ პსჟ-ს წინადადებას ელოდება

უსმან დემბელესა და „ბარსელონას“ შორის კონტრაქტის განახლებაზე ვითარება გართულდა და დიდი შანსია, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა კლუბი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

Sport-ი იტყობინება, რომ დემბელემ ტურინის „იუვენტუსთან“ სიტყვიერ შეთანხმებასაც მიაღწია, რომ 2022 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს. მიუხედავად ამისა, ფრანგს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

წყაროს თანახმად, დემბელეს პრიორიტეტი „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლაა და ფრანგული კლუბისგან წინადადებას ელოდება. თუ პსჟ-სთან სასურველ შეთავაზებას ვერ მიიღებს, მაშინ არჩევანს „იუვენტუსზე“ გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელე „ბარსელონაში“ 2017 წლიდან თამაშობს და 126 მატჩში 30 გოლი აქვს გატანილი, მიმდინარე სეზონში კი 8 შეხვედრაში 2 საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107589