ფეხბურთი

20:30 | 30.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ში ფეხბურთელთა ვაქცინაცია სავალდებულო გახდება

იტალიაში პროფესიონალი სპორტსმენების ვაქცინაცია სავალდებულო 10 იანვრიდან გახდება. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

ევროკავშირში მოქმედებს ე.წ მწვანე ბარათი, რომელიც ელექტრინული სერთიფიკატია და მოიცავს ვაქცინაციას, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებას ან კოვიდტესტის უარყოფით პასუხს ბოლო 48 საათში.

10 იანვრიდან იმოქმედებს სუპერ მწვანე ბარათი, რომელიც მხოლოდ ვაქცინირებულ და კოვიდგადატანილ ადამიანებზე გავრცელდება. მისი წარმოდგენა სავალდებულო იქნება სპორტსმენებისთვისაც.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის მონაცემებით სერია A-ს ფეხბურთელთა 98% უკვე ვაქცინირებული იყო, თუმცა მათ ნაწილს რევაქცინაცია უკვე სჭირდება. აქვე გეტყვით, რომ იტალიაში მატჩებზე სტადიონის ტევადობის 50%-ზე დაუშვებენ მაყურებლებს. აქამდე სტადიონის კარი 75%-ზე იხსნებოდა, მაგრამ გახშირებული ინფიცირების შემთხვევების გამო იტალიაში სტადიონზე შესვლის რეგულაციები გაართულეს.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115575