ფეხბურთი

23:35 | 29.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვატო არველაძემ თურქეთის თასზე გოლი გაიტანა (+VIDEO)

თურქეთის თასის 1/16 ფინალში ვატო არველაძემ გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „კარაგუმრუკმა“ საკუთარ მოედანზე „ბოდრუმსპორი“ იოლად, 4:0 დაამარცხა და საბოლოო ანგარიში ვატომ დააფიქსირა.

არველაძემ 79-ე წუთამდე ითამაშა, თავი კი 43-ე წუთზე გამოიჩინა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მეექვსე მატჩში პირველი გოლი გაიტანა.

„კარაგუმრუკი“ ამ გამარჯვებით თურქეთის თასის მერვედფინალში გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111869