ფეხბურთი

21:11 | 29.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "იანვარში "რეალში" არ გადავალ"

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ იანვრის სატრანსფერო პერიოდში მადრიდის "რეალში" არ გადავა და დარჩენილი სეზონის პერიოდში პსჟ-ს და მის მიზნებზე იქნება კონცენტრირებული.

"არა, არ ვაპირებ მადრიდის "რეალში" გადასვლას. პსჟ-ში ვარ აქ ბედნიერად ვარ და 100 პროცენტით სეზონს აქ დავასრულებ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემპიონთა ლიგა, ლიგა და თასი მოვიგოტ და ასევე, სიამოვნებას მივანიჭებ ჩვენს გულშემატკივრებს, რადგან მათ ეს დამსახურეს. ვფიქრობ, რომ მეც დავიმსახურე განსაკუთრებული ტიტულის მოგება პსჟ-ში." - განუცხადა CNN-ს მბაპემ.

მბაპეს პარიზულ გრანდთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისის ბოლოს უმთავრდება და თავისუფალი აგენტი გახდება. მას იანვრიდან შეუძლია ნებისმიერ მსურველ კლუბთან გამართოს მოლაპარაკება. მიმდინარე სეზონში კილიანმა 24 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 15 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1127