ფეხბურთი

14:48 | 29.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მონაკო“ ნიკო კოვაჩის დათხოვნას აპირებს

„მონაკოს“ ხელმძღვანელობა უახლოეს ხანში გუნდის მთავარი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის დათხოვნას აპირებს - გვამცნობს L'Equipe.

წყაროს ინფორმაციით, მმართველები უკმაყოფილო არიან გუნდის არასაკმარისი პროგრესით და მწვრთნელ-ფეხბურთელებს შორის გაუცხოებული ურთიერთობით.

კოვაჩი „მონაკოში“ 2020 წლის ზაფხულში მივიდა. მანამდე ის „ბაიერნში,“ „აინტრახტსა“ და ხორვატიის ნაკრებში მუშაობდა.

„მონაკო“ საფრანგეთის ჩემპიონატში 19 ტურის შემდეგ, 29 ქულით მეექვსე ადგილზეა.

თეგებიმონაკო
0.124474