ფეხბურთი

14:09 | 29.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

GFF Awards 2021

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება GFF Awards, შარშანდელის მსგავსად, მიმდინარე წელსაც ონლაინ რეჟიმში იმართება.

წლის საუკეთესოები სფფ-ის სოციალური ქსელების (ფეისბუქი და ინსტაგრამი) და ვებ-გვერდის საშუალებით ეტაპობრივად გამოვლინდებიან. გამარჯვებულებს კი კუთვნილი პრიზები მოგვიანებით გადაეცემათ. 2021 წლის საუკეთესოთა გამოვლენა 29 დეკემბერს 12:00 საათიდან ალექსანდრე ჩივაძის მედლის მფლობელების გამოვლენით დაიწყო.

2021 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით კი, პროცესში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ.

ალექსანდრე ჩივაძის მედალი - U17

  • ოქრო - გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი)
  • ვერცხლი - გიორგი ტაბატაძე (საბურთალო)
  • ბრინჯაო - სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი)

ალექსანდრე ჩივაძის მედალი - U19

  • ოქრო - საბა ხვადაგიანი(დინამო თბილისი)
  • ვერცხლი - ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო)
  • ბრინჯაო - ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი)

2021 წლის სეზონის ფუტსალის ლიგის საუკეთესო მწვრთნელი - ავთანდილ ასათიანი (თელასი-ჯორჯიანსი)

  • ნომინანტები - ავთანდილ ასათიანი (თელასი-ჯორჯიანსი), ლევან კობაიძე (კსუ), დავით ბობოხიძე (თსუ)

2021 წლის სეზონის ფუტსალის ლიგის საუკეთესო მოთამაშე - გიორგი ღავთაძე (კსუ)

  • ნომინანტები - გიორგი ღავთაძე (კსუ), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი)

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118528