ფეხბურთი

0:25 | 29.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალმა" მწვრთნელი შეიცვალა, ბრაზილიელი ლეგიონერი დაიმატა და 6 ფეხბურთელი გაუშვა

წყალტუბოს „სამგურალს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. კლუბს ამიერიდან გიორგი მიქაძე გაწვრთნის, რომელმაც სოსო ფრუიძე შეცვალა.

მიქაძე ბოლოს „თელავში“ მუშაობდა და კახურ გუნდს ეროვნულ ლიგაში ადგილი შეანარჩუნებინა. რაც შეეხება ფრუიძეს, ის კლუბში რჩება და მუშაობას მენეჯმენტში გააგრძელებს, სადაც ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამასა და ,,სამგურალის" საფეხბურთო სპორტსკოლას უხელმძღვანელებს.

სიახლეებია შემადგენლობაშიც: „სამგურალმა“ ბრაზილიელი თავდამსხმელი ჯეფერსონ ჯერალდო დაიმატა, რომელმაც გასულ სეზონში „შუქურას“ რიგებში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

„სამგურალიდან“ წავიდნენ პაპუნა ფონიავა, გიორგი ბუხაიძე, ირაკლი ლექვთაძე, დათო კირკიტაძე და მეკარე კახაბერ მეშველიანი. მათ კლუბთან ხელშეკრულება დაუსრულდათ. განელი თავდამსხმელი რაფიქ ამინუ კი ,,სამგურალს" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაემშვიდობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112609