ფეხბურთი

23:53 | 27.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

რანგნიკი: "პოგბას კონტრაქტი? ჯერ ფორმაში უნდა შევიდეს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა პოლ პოგბას კონტრაქტზე, რომელიც 6 თვეში იწურება, კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ახლა პრიორიტეტული ფორმაში დაბრუნებაა და არა კონტრაქტის განახლება.

„მას შემდეგ, რაც დუბაიდან დაბრუნდა, ჩვენ პირადად ვილაპარაკეთ. ახლა ყველაფერი მის ხელშია. ის ფორმაში უნდა დაბრუნდეს და ამას მინიმუმ ორი კვირა დასჭირდება. ჩემი სრული ყურადღებაც მომდევნო მატჩებისთვის ხელმისაწვდომ ფეხბურთელებს უკავშირდება და არა კონტრაქტებს“, - თქვა რანგნიკმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში პოლ პოგბამ ყველა ტურნირზე მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. ფრანგ ნახევარმცველს „მანჩესტერთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს, 30 ივნისს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109383