ფეხბურთი

21:58 | 27.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კაფუ: "ფეხბურთის ფანი ვარ და შესაბამისად, მესის ფანიც"

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კაფუმ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის არგენტინელი ფეხბურთელის გულშემატკივარია და „ოქროს ბურთი“ დამსახურებულად მოიგო.

„მე ვარ ფეხბურთის გულშემატკივარი, დიდი ფეხბურთელების ფანი, მესის ფანი ვარ. მან „ოქროს ბურთი“ დაიმსახურა. ყოველ წელს მას უფრო მეტი გამოცდილება აქვს, მან 7 „ოქროს ბურთი“ მოუგო და 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის პირველ და მეორე ადგილებს იკავებდა. ის მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითო ფეხბურთელია, მათ შორის ჩვენთვის, ბრაზილიელებისთვისაც. მარადონა? დიეგო ფენომენი იყო, მის მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა მაქვს“, - თქვა კაფუმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102077