ავტოსპორტი

2:39 | 27.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი დუმს, რადგან სიტყვები არ ჰყოფნის

მაქს ფერსტაპენთან წაგებული სატიტულო ბრძოლის შემდეგ, ლუის ჰამილტონი რადარებიდან საერთოდ გაქრა. ის არც ჟურნალისტებს ესაუბრება და სოციალურ ქსელშიც აღარ აქტიურობს. უფრო მეტიც, ინსტაგრამზე ყველა კონტაქტი გააუქმა. ამ ყველაფრის გამო, გავრცელდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ შეიძლება ჰამილტონმა მომავალ სეზონში ასპარეზობა აღარც ისურვოს.

ამ თემაზე ბევრს არც „მერსედესის“ შეფი ტოტო ვოლფი ლაპარაკობს. ის დარწმუნებულია იმაში, რომ ჰამილტონს მერვე ტიტული, რბოლის დირექტორის უსამართლო გადაწყვეტილებამ დააკარგვინა. და მისი აზრით, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ბრიტანელი პილოტი არსად ჩანს.

„ჩვენ ყველანი ძლიერი ემოციების ზემოქმედებას განვიცდით. ლუისი ყველაზე მეტად. ის ბოლო წრემდე ჩემპიონატს იგებდა, მერე კი ყველაფერი წაართვეს. რა თქმა უნდა, ეს რწმენას გაკარგვინებს, რადგან არ გესმის, ასე რატომ მოხდა. ის სდუმს, რადგან ამის გამოსახატად, სიტყვები არ ჰყოფნის“, - ამბობს ვოლფი.

ჰამილტონი და „მერსედესის“ შეფი FIA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე არ გამოცხადდნენ, რაც ფორმულა 1-ის წესების დარღვევაა. იმავე დღეს, ვოლფმა ჰამილტონის თხოვნით, რბოლის გასაჩივრებისგან თავი შეიკავა. ნბისმიერ შემთხვევაშიც, გერმანულ გუნდსაც და ჰამილტონსაც მკაცრი სანქცია ელით. ამ საკითხზე გადაწყვეტილება, ახალ წლამდეა მოსალოდნელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111887