ფეხბურთი

14:43 | 26.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ევერტონი“ უკრაინელ მცველს იმატებს

კიევის „დინამოსა“ და უკრაინის ნაკრების მცველი, ვიტალი მიკოლენკო, უახლოეს ხანში „ევერტონის“ ფეხბურთელი გახდება - წერს ტვიტერში ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

22 წლის უკრაინელმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება ინგლისურ კლუბში. მხარეებმა უკვე ყველა სატრანსფერო საბუთი მოამზადეს და მერსისაიდელები ახალწვეულის შესახებ ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.

სატრანსფერო თანხა არაოფიციალური ცნობით, დაახლოებით 21-23 მილიონი ევროა.

მიკოლენკო კიევის „დინამოში“ 2017 წლიდან თამაშობდა. 2018-დან კი უკრაინის ნაკრებშიც იძახებენ.

ქვეყნის მიმდინარე ჩემპიონატში მან 15 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე პასით გამოირჩა.

0.099921