ფეხბურთი

21:26 | 24.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "კეინი "ტოტენჰემში" ბედნიერია"

"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მიიჩნევს, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრების ფორვარდი ჰარი კეინი გუნდში თავს ბედნიერად გრძნობს და ამას იტალიელი სპეციალისტი ყველგან ხედავს. კეინს მიმდინარე სეზონის დაწყებამდე "მანჩესტერ სიტის" უკავშირებდნენ, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.

მიმდინარე სეზონში კეინმა 22 შეხვედრაში თავი ცხრა გოლით და ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. სეზონი "ტოტენჰემმა" ნუნუ ეშპირიტუ სანტუს ხელმძღვანელობით დაიწყო და გუნდმა შედეგანი თამაში ვერ აჩვენა. ამის შემდეგ "მამლების" ხელმძღვანელობამ პორტუგალიელის ნაცვლად იტალიელი სპეციალისტი მოიწვიეს.

"ჰარის გუნდთან კარგი დამოკიდებულება აქვს და მაჩვენებს, რომ "ტოტენჰემის" პროექტში ბოლომდეა ჩართული. მას ყოველდღე ვხედავ და ბედნიერია. იგი ლიდერია სავარჯიშო მოედანზე, გასახდელსა და ვარჯიშებზე ფანტასტიკურად გამოიყურება. ბედნიერი ვარ იმით, რასაც ის აკეთებს." - ციტირებს Sky Sports-ი კონტეს სიტყვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109415