ფეხბურთი

20:14 | 23.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ყველას ბიზნესი აინტერესებს, ფეხბურთელებზე არავინ ფიქრობს"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრემიერლიგის კალენდარი გააკრიტიკა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, ყველას ბიზნესი აინტერესებს და ფეხბურთელებზე არავინ ზრუნავს.

„პრემიერლიგაში Boxing Day მნიშვნელოვანი ტრადიციაა და არ უნდა შეიცვალოს, პრობლემა ზოგადად მთლიან განრიგშია. ზაფხულში ფეხბურთელებს 2-3 კვირიანი შვებულება აქვთ, შემდეგ კი სეზონი ისევ იწყება, ეს მეტისმეტია. მწვრთნელები დავუკავშირდებით პრემიერლიგასა და მაუწყებლებს და გადავწყვეტთ რა არის საუკეთესო გამოსავალი ყველასთვის. ფეხბურთელების კეთილდღეობა უმთავრესი უნდა იყოს.

ინგლისი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ხუთი შეცვლა არ დაამტკიცეს, აქ სამი შეცვლაა, რატომ? გვსურს ფეხბურთელების დაცვა, ამიტომ ხუთი შეცვლა საჭიროა. უეფა, ფიფა, პრემიერლიგა, მაუწყებლები - ბიზნესი ყველასთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფეხბურთელების კეთილდღეობა. შესაძლოა ყურადღების მისაქცევად გაფიცვაც საჭირო იყოს, მაგრამ არა მგონია, საქმე აქამდე მივიდეს“, - თქვა გვარდიოლამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112745