ფეხბურთი

23:31 | 21.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბრიტანული მედია: კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი "ვესტ ჰემია"

ყაზანის „რუბინისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას „ვესტ ჰემ იუნაიტედს“ აქტიურად უკავშირებენ. Football Insider-ის ინფორმაციით, ლონდონელებს ტრანსფერის იმედი იანვარში აქვთ.

კვარაცხელიათი „საუთჰემპტონი“ და „ევერტონიც“ ინტერესდებიან, მაგრამ წყაროს თანახმად, „ვესტ ჰემი“ ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ლიდერობს. ამასთან, ლონდონელები მზად არიან „რუბინის“ მოთხოვნებიც კი დააკმაყოფილონ. ბოლო ცნობებით, ყაზანელებმა 20 წლის ქართველ შემტევში 15 მილიონი ევრო მოითხოვეს.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მან მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. საქართველოს ნაკრებში ხვიჩას ანგარიშზე 11 თამაშში 5 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121514