ფეხბურთი

21:50 | 21.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სალერნიტანას" სერია A-დან მოკვეთა ემუქრება

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის (FIGC) პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ განაცხადა, რომ „სალერნიტანა“ სერია A-დან გაირიცხება, თუ 31 დეკემბრამდე მყიდველს ვერ იპოვის.

საქმე ისაა, რომ სალერნოული კლუბის მფლობელი კლაუდიო ლოტიტოა, რომელიც ამავდროულად რომის „ლაციოს“ პრეზიდენტია. იტალიაში არსებული რეგულაციის მიხედვით კი სერია A-ს ორ კლუბს ერთი და იგივე მფლობელი არ უნდა ჰყავდეს. ლოტიტოს დრო წლის ბოლომდე მისცეს, მაგრამ კლუბის შეძენის მსურველები არ გამოჩნდნენ.

„სალერნიტანა“ სერია A-ს 2022 წლის 1 იანვრიდან დატოვებს, თუ მომდევნო 10 დღის განმავლობაში ახალ მყიდველს ვერ იპოვის. იმედია საქმე აქამდე არ მივა, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებელია. ჩემი პატივისცემა ქალაქ სალერნოსა და გუნდის გულშემატკივრების მიმართ და ეს მანამდეც დავამტკიცე, როდესაც მაისში პირველად წამოვწიე ეს თემა. მე შემიძლია ქალაქს მივცე იმედი, მაგრამ ვერავითარ დაპირებას ვერ ვაძლევ“, - ციტირებს Football Italia გრავინას სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ „სალერნიტანამ“ 18 მატჩში მხოლოდ 8 ქულა დააგროვა და სერია A-ში ბოლო, მე-20 ადგილს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101359