ფეხბურთი

17:17 | 21.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩირო იმობილეს კორონავირუსი დაუდასტურდა

რომის „ლაციოს“ თავდამსხმელი ჩირო იმობილე კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას იტალიური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

იმობილე თვითიზოლაციაშია და გუნდს იქამდე ვერ დაეხმარება, სანამ საბოლოოდ არ გამოჯანმრთელდება.

მიმდინარე სეზონში 31 წლის ფორვარდმა ყველა ტურნირზე 19-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარში 16 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115832