ფეხბურთი

16:38 | 21.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო: "დაძაბულობა არსებობდა, არ ველოდით, რომ რამოსი 5 თვე ვერ ითამაშებდა"

„პარი სენ ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ განაცხადა, რომ სერხიო რამოსის ამდენი ხნით უთამაშებლობა მათთვის მოულოდნელობა იყო.

„არ ველოდით, რომ ოთხ-ხუთ თვეს სერხიო რამოსის გარეშე გავატარებდით. გასული სეზონის ტრავმებს ეფექტი რომ ექნებოდა, ვიცოდით, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენთვის სიურპრიზი იყო. გარკვეული სახის დაძაბულობაც არსებობდა. დღეს სერხიო სწორ გზაზეა და ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნება, სეზონის მეორე ნახევარში გუნდში მისი ყოფნა“, - თქვა ლეონარდომ.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135554