ფეხბურთი

16:59 | 20.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ "ტოტენჰემს" ტექნიკური წაგება ჩაუთვალა და ლონდონელები ჯგუფში ჩარჩნენ

ლონდონის „ტოტენჰემი“ უეფას კონფერენს ლიგას გამოეთიშა. უეფამ „რენთან“ გადადებული მატჩის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ინგლისურ გუნდს წაგება ჩაუთვალა (0:3).

მიზეზი ისაა, რომ კალენდარში მატჩის გასამართად თავისუფალი დრო უბრალდო ვერ მოიძებნა. შედეგად, „რენი“ ჯგუფიდან 14 ქულით გავიდა (ისედაც გასული იყო), მეორე ადგილი კი „ვიტესს“ ერგო. არნემელები პლეი-ოფში ვენის „რაპიდს“ შეხვდებიან.

შეგახსენებთ, „ტოტენჰემში“ კორონავირუსი იყო გავრცელებული და ამის გამო ლონდონელებმა „რენთან“ მატჩი ვერ გამართეს.

0.116798