ფეხბურთი

17:45 | 19.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო: "პსჟ-ს აქვს შანსი, რომ მბაპეს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს"

„პარი სენ ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა. როგორც ბრაზილიელმა თქვა, პარიზულ კლუბს აქვს შანსი, რომ ფრანგ ვარსკვლავს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს, რომელიც 2022 წლის 30 ივნისს იწურება.

„მბაპე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. შეიძლება ფიქრობთ, რომ ამას იმიტომ ვამბობ, რომ მასთან კონტრაქტის განახლება გვინდა, მაგრამ ასე არაა. ეს ფაქტი კლუბის ინტერესებს სცილდება. 22 წლის ასაკში კილიანმა წარმოუდგენელ სიმწიფეს მიაღწია. თუ ის პსჟ-ში დარჩენას გადაწყვეტს, დარჩება, რადგან ჩვენ ამის სურვილი გვაქვს. მჯერა, რომ მასთან კონტრაქტის განახლების შანსი გვაქვს.

კილიანი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსში თავს იმდენად კომფორტულად გრძნობს, რომ მის თამაშზე, ყოველდღიურ ცხოვრებასა და განწყობაზე რეალური ზეგავლენის მოხდენა არაფერს შეუძლია“, - თქვა ლეონარდომ.

შეგახსენებთ, „პარი სენ ჟერმენმა“ კილიან მბაპე 2017 წელს „მონაკოდან“ დაიმატა და კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება. გასულ ზაფხულს მბაპე ძალიან ახლოს იყო მადრიდის „რეალში“ გადასვლასთან, მაგრამ ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. ესპანელებს ახლა ფრანგი შემტევის გადაბირება თავისუფალი აგენტის სტატუსით სურთ.

0.110069