ფეხბურთი

22:23 | 18.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩმა რონალდუს მესი არჩია

„მილანის“ თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ამჟამად პსჟ-ის და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდვარსკვლავებს, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის არჩევანი გააკეთა.

„ძალიან რთული არჩევანია. ორივე უდიდესი ფეხბურთელია. მაგრამ თუ ჩემს აზრს მეკითხებით, მესის ვარჩევდი. მასთან ერთად მითამაშია და ვიცი, რა შეუძლია. რასაც აკეთებს, ბუნებისგან აქვს მინიჭებული. სხვა ვერასოდეს გაიმეორებს მსგავსს.“ - ციტირებს შვედი შემტევის სიტყვებს AS.

40 წლის ზლატანი მესისთან ერთად 2009-10 წლებში თამაშობდა „ბარსელონაში.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123897