ფეხბურთი

20:46 | 18.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი გუნდის ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი, საბოლოოდ განიკურნა კორონავირუსისგან - გვამცნობს Real Madrid Info.

თუცა, ხორვატი არ ითამაშებს პრიმერას მე-18 ტურის მატჩში „კადისის“ წინააღმდეგ, რომელიც 19 დეკემბერს გაიმართება.

ასევე გაირკვა, რომ ლა ლიგის ხელმძღვანელობა არ აპირებს ხსენებული შეხვედრის გადატანას, მიუხედავად იმისა, რომ „სამეფო კლუბის“ ექვს მოთამაშეს კორონავირუსი შეეყარა.

ახალი კოვიდრეგულაციების თანახმად, თუ ძირითადი შემადგენლობის ხუთ ფეხბურთელს თამაში შეუძლია, მატჩი არ გადაიდება.

0.115036