ფეხბურთი

11:33 | 18.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

რობერტ ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის რეკორდი გააუმჯობესა

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის რეკორდი გააუმჯობესა. საქმე ეხება ბუნდესლიგაში კალენდარული წლის განმავლობაში გატანილი გოლების რაოდენობას.

„ვოლფსბურგთან“ მატჩის 87-ე წუთზე ლევანდოვსკიმ თავი გამოიჩინა და ბუნდესლიგა 2021 წელს 43 გოლით დაასრულა. მან ერთი გოლით აჯობა გერდ მიულერს, რომელსაც თავის დროზე კალენდარული წლის განმავლობაში ბუნდესლიგაში თავი 42-ჯერ გამოეჩინა (1972 წელს). ვთქვათ ისიც, რომ პოლონელმა 2021 წელს 43 გოლი 34 ბუნდესლიგურ შეხვედრაში გაიტანა.

მატჩი „ბაიერნმა“ 4:0 მოიგო და ზამთრის პაუზაზე, რომელიც გერმანიაში 7 იანვრამდე გაგრძელდება, ძალიან კარგ განწყობაზე გავიდა. 33 წლის ლევანდოვსკის ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში გერმანიის ჩემპიონატში ჩატარებულ 17 მატჩში 19 გოლია.

0.123204