ფეხბურთი

22:14 | 17.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგის ფორმატი შეიცვლება და სამხრეთამერიკული ნაკრებებიც ითამაშებენ

უეფას ერთა ლიგის ფორმატი 2024 წლიდან შეიცვლება და ტურნირს 10 სამხრეთამერიკული დაემატება. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ვიცე-პრეზიდენტმა და ლეგენდარულმა პოლონელმა ფეხბურთელმა ზბიგნევ ბონიეკმა დაადასტურა.

როგორც მან აღნიშნა, ფორმატში ცვლილება 2024 წლიდან მოხდება. მანამდე კი 2022-2023 წლის ერთა ლიგის სეზონი ძველი ფორმატით ბოლოჯერ ჩატარდება.

„ეს არის ბოლო ერთა ლიგა, რომელიც ამ ფორმატში ჩატარდება. გვქონდა შეხვედრა კონმებოლის წარმომადგენლებთან და 2024 წლიდან ტურნირის სამხრეთ ამერიკის ნაკრებები შეუერთდებიან. როგორი ფორმატი იქნება? ამაზე ვმუშაობთ. ეროვნული ნაკრებების კალენდარი შეზღუდულია, ამიტომ, მანევრირებისთვის ძალიან დიდი ადგილი არ გვაქვს“, - თქვა ბონიეკმა.

კონმებოლის წევრი 10 ქვეყნიდან მოწინავე ექვსი (კლასიფიკაციის მიხედვით) A ლიგაში ითამაშებს, ხოლო დანარჩენი 4 B ლიგაში მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ნაკრები 2022-2023 წლების სეზონის ერთა ლიგაზე C დივიზიონში ითამაშებს, მისი მეტოქეები კი ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და გიბრალტარი იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113787