ფეხბურთი

13:12 | 17.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები გიბრალტარით დაიწყებს და დაასრულებს: ერთა ლიგაზე კალენდარი გაირკვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონში C დივიზიონის მეოთხე ჯგუფში ითამაშებს, სადაც ბულგარეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და გიბრალტარის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

წილისყრის შემდეგ ამჯერად გაირკვა კალენდარიც. საქართველოს ნაკრები პირველ ტურში 2 ივნისს და ბოლო ტურში 26 სექტემბერს ითამაშებს - ორივე შემთხვევაში გიბრალტარის წინააღმდეგ.

საქართველოს ნაკრების კალენდარი

I ტური, 2 ივნისი, 2022

საქართველო - გიბრალტარი

ბულგარეთი - ჩრდილოეთ მაკედონია

II ტური, 5 ივნისი, 2022

ბულგარეთი - საქართველო

გიბრალტარი - ჩრდილოეთ მაკედონია

III ტური, 9 ივნისი, 2022

ჩრდილოეთ მაკედონია - საქართველო

გიბრალტარი - ბულგარეთი

IV ტური, 12 ივნისი, 2022

საქართველო - ბულგარეთი

ჩრდილოეთ მაკედონია - გიბრალტარი

V ტური, 23 სექტემბერი, 2022

საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია

ბულგარეთი - გიბრალტარი

VI ტური, 26 სექტემბერი, 2022

გიბრალტარი - საქართველო

ჩრდილოეთ მაკედონია- ბულგარეთი

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს სამივე მეტოქის წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება აქვს. გიბრალტართან გააჩნია მხოლოდ დადებითი ბალანსი, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ბულგარეთთან კი - უარყოფითი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116156