ფეხბურთი

16:28 | 16.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "ფული ჩემი მთავარი მოტივაცია არ არის"

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ აღნიშნა, რომ მისი მთავარი მოტივაცია ფული არ არის. როგორც ფრანგმა შემტევმა თქვა, ფინანსური მხარე მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მთავარი.

„ცხოვრებისეული გამოცილების მიღება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული. თუმცა, ფულიც მნიშვნელოვანია, რადგან გვყავს ოჯახები, რომლებზეც უნდა ვიზრუნოთ. პირველ რიგში მინდა, აღმოვაჩინო ახალი გამოცდილება, ვიმოგზაურო, შევხვდე სხვა მოთამაშეებს, სხვადასხვა კულტურა გავიცნო.

თავიდან ვარსკვლავური ცხოვრება რთული იყო. საბედნიეროდ, მშობლები არ მეუბნებოდნენ რა თანხას იხდიდნენ ჩემში და მართალიც იყვნენ. როგორ უნდა გაზარდო 14 წლის ბავშვი, როცა იცის, რამდენ მილიონ დოლარს მიიღებს? ამის წყალობით ფულთან მშვიდად ვარ. მესმის, რომ ეს მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ მაქვს, მაგრამ ეს არ არის ჩემი ყოველდღიური მოტივაცია“, - თქვა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და შესაძლოა გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. ფრანგი ფეხბურთელი დიდი ხანია მადრიდის „რეალში“ გადასვლის სურვილს გამოთქვამს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113507