ფეხბურთი

14:20 | 16.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩავის პოგბა არ სჭირდება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი, პოლ პოგბა, „ბარსელონაში“ არ გადავა - წერს Diario Sport.

წყაროს ინფორმაციით, 28 წლის ფრანგი ფეხბურთელის აგენტი, მინო რაიოლა, განიხილავდა ამ საკითხს „ბარსელონას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, რასაც რამდენიმე გარემოებამ შეუშალა ხელი.

ჯერ ერთი, პოგბას ძალიან მაღალი ხელფასი აქვს, მეორე - აგენტმა მოითხოვა მსუყე საკომისიო და რაც მთავარია, გუნდის ახალი დამრიგებელი, ჩავი, არ არის ფრანგით დაინტერესებული. მას მიაჩნია, რომ არსებული ნახევარდაცვის ხაზი სავსებით აკმაყოფილებს მოთხოვნებს და გაძლიერებას არ საჭიროებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108415