ფეხბურთი

23:51 | 15.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩანა არაბულმა საბერძნეთის სუპერლიგაში გოლი ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა (+VIDEO)

საბერძნეთის სუპერლიგის მე-14 ტურში ბაჩანა არაბულის „ლამიამ“ „ვოლოსს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა (2:2) ქართველმა ფეხბურთელმა კი გოლი გაიტანა.

არაბულმა 84-ე წუთამდე ითამაშა და მეტოქის კარი 59-ე წუთზე პენალტით დალაშქრა, რითაც იმ დროისთვის ანგარიში შეამცირა (1:2). საბოლოოდ, მასპინძლებმა მეორეც გაიტანეს და ქულა გადაარჩინეს.

ბაჩანამ ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა, მას მერე, რაც კვირას სალონიკის პაოკ-ის კარი აიღო. მიმდინარე სეზონში 27 წლის ფორვარდს 11 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი. „ლამია“ სუპერლიგაში 11 ქულით მე-12 ადგილზეა და მომდევნო ტურში 19 დეკემბერს, პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140479