ფეხბურთი

21:00 | 15.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სენტ-ეტიენი" დიუპრამ ჩაიბარა

59 წლის სპეციალისტმა პასკალ დიუპრამ "სენტ-ეტიენი" მიმდინარე სეზნის დასრულებამდე ჩაიბარა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. პასკალის მიზანი მიმდინარე სეზონში გუნდის ლიგა 1-ში დატოვება იქნება.

მიმდინარე სეზონში "სენტ-ეტიენმა" 18 მატჩიდან 10 წააგო და ორი მოიგო. წარუმატებელი თამაშის გამო კლუბმა მწვრთნელი კლოდ პიუელი გაათავისუფლა და კომპენსაციის სახით 1.8 მილიონი ევრო გადაუხადა. ამჟამად გუნდი ბოლო ადგილზეა და გასავარდნ ზონას ოთხი ქულა აშორებს.

დიუპრას აღნიშნულ გუნდამდე "კანი", "ტულუზა" და "ევიანი" გაუწვრთნია. ასევე, "ევიანში" პასკალი სპორტულ დირექტორადაც მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114488