ფეხბურთი

23:29 | 14.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა

მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის ბუნდესლიგის მორიგ ტურში სტუმრად „შტუტგარტი“ 5:0 გაანადგურა, ხოლო რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა და გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა.

2021 წელს პოლონელმა ბუნდესლიგაში 42 გოლის გატანა მოახერხა, რითაც „ბაიერნის“ აწ გარდაცვლილი ლეგენდარული ფორვარდის მიღწევა გაიმეორა, როცა გერდმაც ერთ კალენდარულ წელიწადში თავი 42-ჯერ გამოიჩინა.

„ბაიერნმა“ „შტუტგარტთან“ ადვილი გამარჯვების შემდეგ 40 ქულა დაგროვა და 16 ტურის შემდეგ ლიდერია. ბუნდესლიგაში ზამთრის პაუზამდე ერთი ტურიღა რჩება გასამართი, რომელიც დამდეგ უიქ-ენდზე გაიმართება.

0.109276