ფეხბურთი

22:08 | 14.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგს "არსენალში" კაპიტნობა ჩამოართვეს და სავარაუდოდ, გუნდს დატოვებს

პიერ-ემერიკ ობამეიანგმა „არსენალში“ არსებული პროტოკოლი დაარღვია და კაპიტნობა ჩამოართვეს. მოსალოდნელია, რომ გაბონელი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დატოვებს.

„გასულ კვირას ბოლო დაგვიანების შემდეგ პიერ-ემერიკ ობამეიანგი აღარ იქნება ჩვენი კლუბის კაპიტანი და ვერ მოხვდება „ვესტ ჰემთან“ მატჩის განაცხადში. ველით, რომ ყველა ფეხბურთელი, განსაკუთრებით ჩვენი კაპიტანი იმ წესებისა და სტანდარტების შესაბამისად მოიქცევა, რომლებიც ყველას შეთანხმებული გვაქვს. სრულიად კონცენტრირებული ვართ ხვალინდელ მატჩზე“, - ნათქვა ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გაბონელმა ფეხბურთელმა მანამდე პარასკევს ვარჯიში გააცდინა და „საუთჰემპტონთან“ მატჩიც გამოტოვა. მას კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. მოსალოდნელია, რომ ობამეიანგი „არსენალის“ ღირსებას აღარ დაიცავს და იანვარში კლუბი მას დიდი ალბათობით გაყიდის.

32 წლის თავდამსხმელი ინგლისურ გუნდში 2018 წლის ზამთრიდან თამაშობს და 163 მატჩში 92 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110498